ჩვენ შესახებ
ისტორია
ბლექ სი პეტროლიუმის ისტორია იწყება ერთი მნიშვნელოვანი ხედვით: აშენდეს საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და შედეგად, ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ენერგეტიკული მომავლის მართვა.
ქარხანა შენდება ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით და უზრუნველყოფს შემდეგი პროდუქტების წარმოებას: ნაფთა, მაზუთი, გაზოილი, ვაკუუმ გაზოილი, გუდრონი, ბიტუმი, საავიაციო საწვავი, Euro-5 დიზელი და ბენზინი 92/95. პროექტის ჯამური ინვესტიცია აღემატება 800 მილიონ დოლარს, ხოლო ეტაპობრივი სიმძლავრე წლიურად 4.5 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივას.