ენერგია საქართველოს მომავლისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის ფუნქცია საზოგადოებაში, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაა.
1.
პროგრესის მამოძრავებელი ძალა
ბლექ სი პეტროლიუმი ქმნის საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის საფუძველს. ჩვენ ვამუშავებთ ნედლ ნავთობს, ვაქცევთ მას მაღალი ხარისხის საწვავად და ქიმიურ პროდუქტებად. ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველყოფაში
2.
ინდუსტრიული განვითარება საქართველოში
საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს სტრატეგიულ ლოკაციაზე, შავი ზღვის სანაპიროზე და ამჟამად წელიწადში ნომინალური 1.2 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრეს ფლობს. ჩვენი ინტეგრირებული საოპერაციო საქმიანობა უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს, ენერგოეფექტურობას და მიწოდების ჯაჭვის საიმედოობას
3.
პასუხისმგებლიანი ენერგეტიკული პარტნიორი
გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური სტანდარტების უმაღლეს დონეზე შენარჩუნება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. წყლის დამუშავების თანამედროვე დანადგარები, უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და მარეგულირებელი მოთხოვნების მკაცრი დაცვა საფუძვლად უდევს ჩვენს პასუხისმგებლიან ინდუსტრიულ საქმიანობას
4.
ადამიანების ძალით
საწარმოს თითოეული პროცესისა და სისტემის საფუძველია ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალთა გუნდი. ოპერაციული საქმიანობის ყველა მიმართულებით, ჩვენი გუნდი გამოირჩევა კომპეტენტურობით, სიზუსტითა და საქმისადმი უპირობო ერთგულებით
5.
ხედვა მომავლისთვის
ჩვენი მისწრაფება ნათელია: მოვიპოვოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, დავრჩეთ სანდო და პასუხისმგებლიანი კომპანია ბაზარზე. შევქმნათ ღირებულება დაინტერესებული მხარეებისთვის და ჩავუყაროთ საფუძველი უფრო მდგრად მომავალს
ჩვენი პარტნიორები