01/09/2026
შპს ბლექ სი პეტროლიუმის განცხადება

23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.

აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, ივლისის თვე და აგვისტოს პირველი 3 კვირა, როდესაც საწარმო რუსულთან ერთად ყაზახურ ნედლ ნავთობს გადაამუშავებდა.

30 აგვისტოს, ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც BSP-თვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა — 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.

ამრიგად, ბლექ სი პეტროლიუმის მიერ 1 და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა.